ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარგუს ცაჰკნა კურსკის ოპერაციაზე - რუსულ დათვს ყველაზე დაუცველ ადგილას უკბინეს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა მიიჩნევს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია ომის მიმდინარეობას შეცვლის და მას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა აქვს.
მისი თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის ქმედებები ძალიან სარისკო, მაგრამ ერთადერთი შესაძლო ნაბიჯია. მათ მიაღწიეს წარმატებას და მოახერხეს, რომ დიდ რუსულ დათვს ყველაზე დაუცველ ადგილას უკბინეს.
მარგუს ცაჰკნას მტკიცებით, დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინის ქმედებებს კურსკის ოლქში და ის სრულიად შეესაბამება ომის საერთაშორისოდ აღიარებულ ყველა წესს.
„თუკი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია არსებობს, მაშინ უკრაინასაც აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი ყველა არსებული საშუალებების გამოყენებით“, - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.