“მანჩესტერ სიტიმ” “ნოტინგემს” ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა

„მანჩესტერ სიტიმ“ „ნოტინგემს“ 23 წლის ცენტრალურ ნახევარმცველ ელიოტ ანდერსონში 106+15 მილიონი ფუნტი შესთავაზა, – იტყობინება „დეილი მეილის“ ჟურნალისტი ჯეკ გოგანი.
ადრე „მანჩესტერ სიტიმ“ „ნოტინგემს“ ანდერსონის ტრანსფერზე უკვე მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
ანდერსონმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 50 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, „ნოტინგემთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი საბაზრო ფასი კი 75 მილიონი ევროა.
ანდერსონით აგრეთვე „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული, „ნოტინგემს“ უნდა ამით სარგებელი ნახოს და ფეხბურთელის გასაყიდი ფასი გაზარდა.
ელიოტს ინგლისის ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული. მას შოტლანდიის ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია.