“გათეთრებულია ასეულობით მილიონი $ კრიპტოვალუტა” – საქართველო ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის ეპიცენტრში

173 საკოლექციო ავტომობილი, ფეშენებელური საცხოვრებელი სახლები და დიდი რაოდენობით ფული – დაყადაღებულია მილიონობით დოლარის ღირებულების უძრავი ქონება, რომელსაც უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე საქართველოში ფლობდა. გენპროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული დაჯგუფების წევრებმა ქონება, სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მიზნით შეიძინეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, ხელბორკილები აჭარაში დაადეს. ისინი საქართველოში უკანონო საქმიანობას ფსევდონიმით ” “AudiA6”-ით ეწეოდა.

გამოძიებებით დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი – ფსევდონიმით “AudiA6”, 2022 წლიდან მოქემდებდა, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ კრიპტოვალუტას ათეთრებდა. დაჯგუფების წევრები სოლიდურ თანხებს იღებდნენ იმ პირებისგან ვინც დანაშაულის კვალის სამართალდამცავებისგან დაფარვას სთხოვდნენ. გამოძიებებით დადგენილია, რომ  AudiA6-ის წევრების მიერ მხოლოდ 3 წელიწადში, გათეთრებულია რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.

ორგანიზებული ტრანსნაციობალური დანაშაული საქართველოს პროკურატურამ, ფინანსთა და შსს სამნისტროებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურთან და პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრმა გახსნეს.

გამოძიებას 3 ქვეყნის 6 სპეცსასმსახური თვეების განმავლობაში ახორციელებდა. საგამოძიებო მოქმედებებში, რომელიც საქართველოში ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა, 100 -მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. კიბერდამნაშავეების დასაკავევბლად სპეცოპაერაცია აჭარაში 10 ივნისს ჩატრდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა