არქივი19 იანვარი, 2025, 15:39
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ანტონი გაანათხოვრა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" 24 წლის შემტევი ბრაზილიელი ანტონი სეზონის მეორე ნახევარს იჯარით ლა ლიგის ბინადარ "ბეტისში" გაატარებს.
ესპანურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება, ხელფასის ნაწილს კი კვლავ "წითელი ეშმაკები" გადაიხდიან.
ანტონი ინგლისურმა გრანდმა 2022 წელს "აიაქსიდან" 95 მილიონ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში მან პრემიერ ლიგის 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.