არქივი18 იანვარი, 2025, 17:36
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, დენის ლოუ გარდაიცვალა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფორვარდი და შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე დენის ლოუ 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას MSN-ი ავრცელებს.
ლოუს მესამე ადგილი უკავია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ბობი ჩარლტონისა და უეინ რუნის შემდეგ – 237 გოლი 404 ოფიციალურ მატჩში.
1964 წელს დენის ლოუმ „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა და დღემდე ერთადერთ შოტლანდიელად რჩება, ვინც ეს მოახერხა.
ლოუ შოტლანდიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია – მან 55 მატჩში 30 გოლი გაიტანა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.