არქივი23 იანვარი 2025, 14:24
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთარში ამ ოთხი ფორვარდიდან ერთ-ერთს იყიდის

Daily Mail-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდასხმის ხაზში გაძლიერება სურს და ამისთვის 4 ფორვარდი ჰყავს შეგულებული.
"წითელი ეშმაკების" სიაში ბრაიან ბიუმო, მატეუშ კუნია, ლიამ დელაპი და ჯონათან დევიდი მოხვდნენ. პირველი სამი მათგანი პრემიერ ლიგაში ასპარეზობს, დევიდი კი ლიგა 1-ის ბინადარი "ლილის" წევრი გახლავათ.
აღსანიშნავია, რომ ზამთარში სავარაუდოდ, "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს "იუნაიტედის" შემტევი ალეხანდრო გარნაჩო და "ნაპოლის" ან "ჩელსის" მიაშურებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.