ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთარში "ბარსელონას" ყოფილი მცველის დამატებას ეცდება

The Independent-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველის დამატებას გეგმავს.
"წითელი ეშმაკების" თვალთახედვის არეში "ნიცას" მცველი ჟან-კლერ ტოდიბო მოექცა, რომელიც ერთი ხანობა "ბარსელონაში" ბურთაობდა.
ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად 30 მილიონი ევრო სახელდება. მიმდინარე სეზონში მან 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 ასისტი მიითვალა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.