არქივი5 დეკემბერი, 2023, 13:51
ვან დე ბეეკის შეძენა "ბარსელონას" შესთავაზეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის დონი ვან დე ბეეკის შეძენა "ბარსელონას" შესთავაზეს. ამის შესახებ ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "მანკუნიანელები" მზად არიან ნიდერლანდელი ფეხბურთელი 15 მილიონ ევროდ გაყიდონ.
ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა "ბლაუგრანას" ვან დე ბეეკის შეძენა.
შეგახსენებთ, დონი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2020 წელს, 30+5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, "აიაქსიდან" შეუერთდა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.