არქივი14 დეკემბერი, 2023, 13:08
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთარში შესაძლოა, 5 ფეხბურთელს შეელიოს
The Telegraph-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, "მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა, 5 ფეხბურთელს შეელიოს.
ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, "წითელმა ეშმაკებმა" მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიიღეს და ახლა ამის გამოსწორებას ფეხბურთელების გაყიდვით შეეცდებია.
"ოლდ ტრაფორდიდან" აბარგების კანდიდატები დონი ვან დე ბეეკი, რაფა ვარანი, კაზემირო, ჯეიდონ სანჩო და ენტონი მარსიალი არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, თუ ახლოეს მომავალში შედეგები არ გამოსწორდება, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შესაძლოა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგიც დაითხოვონ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.