ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"მანჩესტერ იუნაიტედს" შეიძლება სათავეში ლოპეტეგი ჩაუდგეს

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბაიერნთან" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, მომავალ წლამდე დაემშვიდობა ევროტირნირებს და შეიძლება მისი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გადააყენონ.
Relevo-ს ცნობით, არაა გამორიცხული ტენ ჰაგი ესპანელმა ხულენ ლოპეტეგიმ შეცვალოს, რომელმაც "ვულვერჰემპტონი" 2023 წლის აგვისტოში კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვა.
"მანჩესტერის" ხელმძღვანელობა ლოპეტეგის კანდიდატურას პრიორიტეტულად მიიჩნევს, რამეთუ გამოცდილი სპეციალისტია, პრემიერლიგას კარგად იცნობს და ინგლისურად საუბრობს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.