– 7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება!

7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება! – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, მოთხოვნა იგივეა – „ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!“
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ – 7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება!
ეს არის აღიარება, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ვერ აღწევს.
ეს არის აღიარება, რომ ოქტომბრამდე სინდისის პატიმრებს ვერ ათავისუფლებ.
ეს ნიშნავს, რომ მთელი მედიასივრცე და საზოგადოების ყურადღებაც ამ თემისკენ გადართო.
ჩვენი მოთხოვნა იგივეა – ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!
ეს არის დღეს მთავარი საკითხი!” – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია