ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის ოქმის გასაცნობად მივიდა

მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის ოქმის გასაცნობად მივიდა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის ოქმის გასაცნობად მივიდა. მას შემდეგ, რაც მის მიერვე მიცემული ჩვენების სისწორეს დაადასტურებს, ის თბილისის პროკურატურაში გადაინაცვლებს, სადაც მისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა იგეგმება.
ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა. ის გამოკითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაიბარეს. თუმცა, აღნიშნულზე უარის თქმის შემდეგ, ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხეს.
ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ანდა, ჯარიმას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.