„ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ფიქრია ჩიხრაძე ბორჯომში კოალიციის მხარდამჭერებს შეხვდნენ

ბორჯომში "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ფიქრია ჩიხრაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კოალიციის მხარდამჭერებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მთავარი თემა, ახალი არჩევნების მოსაღწევად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ბრძოლა იყო.
“შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კოალიციის ლიდერებმა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობის აზრი მოისმინეს და მათგან რეკომენდაციებიც მიიღეს.
მამუკა ხაზარაძემ შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელების პირობა მისცა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.