პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა

კოალიცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დასანქცირებულ ადამიანთა სია დოკუმენტის სახით მიიტანა, რათა საქმეში დაერთოთ. მისივე თქმით, მოსამართლემ ამის საშუალება არ მისცა.
დამაზუსტებელი კითხვები იყო, არაფერი მნიშვნელოვანი, ჩვეულებრივი სასამართლო პროცედურა ჩატარდა და ველოდებით შემდეგ გამოძახებას.
"მთავარი კითხვა არის რატომ არ მივედი ე.წ პარლამენტში შექმნილ კომისიაზე, რომელსაც ვუწოდე ცირკი, შაპიტო და ბიძინას შოუ. რაზედაც ვუპასუხე, რომ მე, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც ათასობით ადამიანმა მოგვცა მანდატი ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დაგვეტოვებინა ეს მანდატი, იმიტომ რომ არ ვაღიარებთ ამ ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმაციას.
დოკუმენტები მქონდა წამოღებული, დასანქცირებული ადამიანების სია, რათა საქმეში დაერთოთ.
მინდოდა ამეხსნა, რომ ეს არ არის მიზეზი, არამედ ეს არის საფუძველი, თუ რატომ არ ვაღიარებთ ჩვენ ამ არალეგიტიმურ პარლამენტს. ამის საშუალება მოსამართლემ არ მომცა. თუმცა, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები რუსული მეთოდით გააყალბა, რუსეთის სპეც.სამსახურების მონაწილეობით, რუსები იყვნენ აქ ობიექტებზე ჩამოსული და ისინი მართავდნენ ამ სიტუაციას", - თქვა ხაზარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.