ირაკლი კუპრაძე - 13:00 საათზე მამუკა ხაზარაძე დაბარებულია სასამართლოში, გამოკითხვის ოქმის გასაცნობად და ხელმოსაწერად, 14:00 საათზე ივანიშვილის პროკურატურაში ბრალის წარსადგენად - ორივეგან ვიქნებით! არცერთი ნაბიჯი უკან!

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დღეს, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის ოქმის გასაცნობად, ხოლო პროკურატურაში ბრალის წარსადგენად არის დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ ერთ- ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ავრცელებს.
მისივე განმარტებით, მამუკა ხაზარაძე სასამართლოშიც და პროკურატურაშიც მისვლას აპირებს.
„ივანიშვილი აგრძელებს მისი მთავარი ოპონენტების დევნას! 13:00 საათზე მამუკა ხაზარაძე დაბარებულია სასამართლოში, გამოკითხვის ოქმის გასაცნობად და ხელმოსაწერად. 14:00 საათზე ივანიშვილის პროკურატურაში ბრალის წარსადგენად. ორივეგან ვიქნებით! არცერთი ნაბიჯი უკან!“- წერს ირაკლი კუპრაძე „ფეისბუქზე“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.