“გრძელდება ჩემი ვიზიტი ეკატერინბურგში, სადაც მიმდინარეობს საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის ღონისძიებები. დღევანდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და პრესის დეპარტამენტის დირექტორის, ოფიციალური წარმომადგენლის – მარია ზახაროვას ბრიფინგი.
მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, პირადად დამესვა მისთვის კითხვა. ასევე, რამდენიმე სიტყვით შევეხე ჩემს მიმართვას, რომელიც თელავიდან გავავრცელე საქართველოს ხელისუფლებისადმი და რომელიც გულისხმობს მოწოდებას „ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის“ გაფორმების შესახებ. გარდა ამისა, ვისაუბრე იმ ახალ ბატალიონზე, რომელიც ოთარ რომანოვი ფარცხალაძემ ჩამოაყალიბა.
ამავდროულად, მარია ზახაროვას გადავეცი იმ ქართული ახალგაზრდული დელეგაციის შეკითხვები, რომელსაც მე აქ, ფორუმზე ვხელმძღვანელობ.
თავის მხრივ, მარია ზახაროვამ ყველას მოუწოდა და მიიწვია რუსეთის მოსანახულებლად. მან გულწრფელი სიხარული გამოხატა იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სულ უფრო და უფრო ნაკლები ბარიერი რჩება” – წერს პრორუსი მამუკა ფიფია სოციალურ ქსელში




