სასწაულებს აკეთებს, იცით რა ქნა? – როგორც ჩანს, სათადარიგო შტანდარტი – პრეზიდენტის დროშა დაამზადებინა, დაიდგა უკან და იძახის პრეზიდენტი ვარო – მოვიკითხეთ და სასახლიდან არ წაუღია, დატოვებულია

სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს. შტანდარტი, რომელიც არის პრეზიდენტის დროშა, ვიფიქრეთ, ხომ არ წაიღო. ან სათადარიგო ჰქონდა დამზადებული, ან დაბეჭდა პრეზიდენტის შტანდარტი, დაიდგა უკან, გამოდის და იძახის პრეზიდენტი ვარო. საოცრებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, უხერხულია სალომე ზურაბიშვილის კომენტარების შეფასება და თანაუგრძნობს ემოციური მდგომარეობის გამო.
სასწაულებს აკეთებს. იცით რა ქნა? შტანდარტი, რომელიც არის პრეზიდენტის დროშა, ვიფიქრეთ, ხომ არ წაიღო. მოვიკითხეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არა დატოვებულიაო. როგორც ჩანს, ან სათადარიგო ჰქონდა დამზადებული, ან დაბეჭდა პრეზიდენტის შტანდარტი, დაიდგა უკან, გამოდის და იძახის პრეზიდენტი ვარო. საოცრებაა, უკვე უხერხულია მისი კომენტარების და პოზიციონირების შეფასება. თანავუგრძნობ, გულწრფელად, მისი ემოციური მდგომარეობის გამო“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…