– ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, თუ ვინ არის ეს ადამიანი – ფული არ გადავუხადეთ და როგორც ჩანს, სტილი შეცვალა

ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, თუ ვინ არის ეს ადამიანი. როგორც ჩანს, სტილი შეცვალა, ფული არ გადავუხადეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ -ის “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარე, ჯო უილსონზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჯო უილსონი იმიტომ დაიქირავეს „ნაცებმა“, რომ პოზიციონირებს, როგორც კონსერვატორი და “ტრამპისტს ეძახის საკუთარ თავს“.
„მგონი, ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, თუ ვინ არის ეს ადამიანი. ჯო უილსონი არის ერთ-ერთი კომუნიკაბელური ადამიანი წარსულიდან, რომელიც ხან მაკა ბოჭორიშვილთან იღებდა ფოტოს, დაბეჭდავდა – გამოუგზავნიდა, ხან ნიკა სამხარაძესთან გადაიღებდა ფოტოს, ლობირებას შესთავაზებდა…როგორც ჩანს, სტილი შეცვალა, ფული არ გადავუხადეთ. არასდროს გვითქვამს, რომ მოდით, ბატონო ჯო, ახლა გადაგიხდით ფულს ლობირებაში. უშუალო და მოსიყვარულე კომუნიკაცია ხშირი იყო ჩვენს მეგობრებს, ლიდერებსა და ბატონ ჯოს შორის. ეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიქირავეს „ნაცებმა“, რომ პოზიციონირებს, კონსერვატორი იყო, ტრამპისტს ეძახის საკუთარ თავს. მისი დამოკიდებულება და განცხადებები ტრამპის პოლიტიკას დიდად არ ემთხვევა“,- აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, -ის “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემებს არ შეუქმნიდა “ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან” და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, აღნიშნა, რომ არჩევნების ყველა ლეგიტიმური დამკვირვებელი ერთ დასკვნამდე მივიდა, რომ საქართველოში გაყალბდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად