„ნაცმოძრაობისთვის“ სალომე ზურაბიშვილი იმ აქტუალობას დაკარგავს, რომელიც აქამდე ჰქონდა და დაივიწყებენ ისე, როგორც მაგალითად, ჩვენ არ გვახსოვს როგორი თოვლი მოვიდა შარშან

„ნაცმოძრაობისთვის“ სალომე ზურაბიშვილი იმ აქტუალობას დაკარგავს, რომელიც აქამდე ჰქონდა და დაივიწყებენ ისე, როგორც მაგალითად, ჩვენ არ გვახსოვს როგორი თოვლი მოვიდა შარშან
სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობისთვის“ იმ აქტუალობას დაკარგავს, რომელიც აქამდე ჰქონდა და დაივიწყებენ ისე, როგორც მაგალითად, ჩვენ არ გვახსოვს როგორი თოვლი მოვიდა შარშან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ პრეზიდენტის სტატუსის გამო სჭირდებოდა.
„ჩვენ კი არ ველოდებით, არამედ ვხედავთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ იმ ილუსტრაციას, რაც გამოწვეულია ნაცმაიდნის ვერშედგომის გამო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში. ეს ლუსტრაცია გაგრძელდება, რადგან მათი ქმედებები ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა ხოლმე. საინტერესოა, რა ბედი ეწევა მათ ერთ-ერთ ლიდერად გადაქცეული სალომე ზურაბიშვილს. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით და ობიექტური დამკვირვებელიც კი, სულ რომ არ იყოს ჩართული პოლიტიკაში, გარედანაც კარგად დაინახავდა, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ მისი სტატუსიდან გამომდინარე სჭირდებოდა.
როდესაც ზურაბიშვილს ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, მაშინ სჭირდებოდათ, რომ ამ მაღალი ტრიბუნიდან ესაუბრა, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან ათასი ტყუილი და დეზინფორმაცია გაევრცელებინა. ახლა იგი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, დარწმუნებულები ვართ, „ნაცმოძრაობისთვის“ იმ აქტუალურობას დაკარგავს, რომელიც ორი წლის განმავლობაში ჰქონდა და ისე დაივიწყებენ, როგორც მაგალითად, ჩვენ არ გვახსოვს როგორი თოვლი მოვიდა შარშან“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები