ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა მდინარაძე: მე მეძლევა საშუალება, გავაფრთხილო, მათ შორის, ჩვენი მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ, რომ ...

მამუკა მდინარაძე: მე მეძლევა საშუალება, გავაფრთხილო, მათ შორის, ჩვენი მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ, რომ ...

"მე მეძლევა საშუალება, გავაფრთხილო, მათ შორის, ჩვენი მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ვთხოვო მათ, რომ რასაც ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში და გაუფრთხილდნენ ამ ურთიერთობებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დღეს, ჩვენ სპეციალურ სამსახურებს შესწევთ ძალა, როგორც არასდროს გამოავლინონ შესაბამისი დაზვერვითი სამსახურები ჩვენს ქვეყანაში, მათი შესაბამისი რეზიდენტი პირები, ე.წ-ულები და კიდევ, ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს. ამიტომ ვთხოვ, რომ ამ საკითხს ზედმიწევნით ფრთხილად მოეკიდონ. მინდა ვთხოვო ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანას, რომლებიც ახორციელებენ დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებულ და ინტენსიური რეჟიმით ჩვენს ქვეყანაში, რომ ვიდრე მათ წარმოუდგენიათ გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ ქართულ სპეცსამსახურებს დღეს, კონტრდაზვერვითი სამუშაოები მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ასევე, ჩვენ ძალიან დიდი ინფორმაციები გვაქვს და ვთხოვთ, რომ ეს ხალხი გაიყვანონ, მოაშორონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი ახორციელებენ " - თქვა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.