მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე – ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს

ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დიუშენით დაავადებულ ბავშვებს შეეხებოდა.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საკითხი ძალიან სენსიტიურია.
„რომ გითხრათ, განსაკუთრებული კომპეტენცია გამაჩნია ამ მიმართულებით, ნამდვილად მოგატყუებთ და ამას არ ვაპირებ. რაც შემიძლია ძალიან ზოგადად და გულწრფელად გითხრათ, არის ის, რომ ეს არის ყველაზე სენსიტიური საკითხი, რაზეც შეიძლება ახლა ჩვენ აქ ვისაუბროთ და ყველას სიტყვას უნდა მოვუფრთხილდეთ ალბათ. ერთი მხრივ, ბევრ რამეზე ვერ ლაპარაკობ ადამიანი საჯაროდ, მეორე მხრივ, თქვენგან გავიგე მე ეს ინფორმაცია – დღეს რომ მიიღო დიდმა ბრიტანეთმა მედიკამენტი და კიდევ 90 დღე რომ სჭირდება, ტექნიკური დეტალების ჩაშვება ჯერ დიდ ბრიტანეთსაც კი რომ არ გადაუწყვეტია, საქართველოში ამ თემის რეალიზება როგორ უნდა მოვახდინოთ. ეს რამდენად შესაძლებელია, რამდენად სწორია, ექსპერიმენტულობის ხარისხი რამდენად მაღალია.
იმდენად ბევრწახნაგოვანი თემაა, რომ ამაზე პასუხისმგებლობის აღება არის ურთულესი რამ. ერთი მხრივ, ადამიანურად, მორალურად, ძალიან გიჭირს ამაზე საუბარი ადამიანს, იმიტომ რომ მშობელი, ნებისმიერი, ჩვენი ჩათვლით, ვისაც შვილები გვყავს, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავის შვილს რაღაც თეორიული შანსიც კი გაუჩინოს, რომ რაღაც საკითხი გაუხანგრძლივოს, პოზიტიურ კონტექსტში ვგულისხმობ და იცით ალბათ, რომ არ არის სხვა მხრივ უფრო სერიოზულ შედეგებზე გათვლილი ეს წამალი, დეტალებში აქ აღარ შევალ. მეორე მხრივ, ექსპერიმენტულობის ხარისხი და ა.შ. უამრავი საკითხია, რაც გადაწყვეტილების მარტივად მიღების საშუალებას გართმევს. ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა