“ასევე იცით თუ არა რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ის ადამიანი, რომლის ვიდეომტკიცებულებაც გამოქვეყნდა ამავდროულად დაკავშირებული იყო ნაცმოძრაობასთან, უკრაინასთან არის დაკავშირებული, 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობასთან იგივე ადამიანი და მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ წინა წელს გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეშიც იყო ერთ-ერთი ფიგურანტი და მაშინ საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო ამ ადამიანს ბრალი ვერ წარუდგინეს. ფიგურანტი იყო, როგორც მინიმუმ რაღაცის საქმის კურსში იყო… ბიძინა ივანიშვილი მოწყვლად რეჟიმში კი არა, პრაქტიკულად ნახევარი მსოფლიოს მიერ დასანქცირებულია – 2 მილიარდი გაუჩერეს კაცს… მკვლელობაც შეიძლება იყოს მის წინააღმდეგ დაგეგმილი და მკვლელობა კი არა, ფიზიკურ განადგურებას კი არა, ყველანაირ განადგურებას შეეცდებიან. იცით, რომ მოწყვლადია ყველა ადამიანი, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გარანტი შეიძლება იყოს რაღაცა ფორმით. ბიძინა ივანიშვილის დონის კი არა, ელემენტარულად ერთი აგურის დამდები, საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის საქმეში, შეიძლება იყოს მოწყვლადი, რადგან შეიძლება ვიღაცამ გააგოროს” – ამბობს მამუკა მდინარაძე პროპაგანდისტული იმედის ეთერში არჩილ გამზარდიას კითხვაზე საპასუხოდ.




