ლევან მახაშვილი: უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს

“უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს და რომელმაც კრიტიკულ მომენტებში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, საკუთარი ოჯახის რისკის ფასად, მიიღო საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ ამ ქვეყანას შენარჩუნებოდა ნორმალური მომავალი. […]

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იდგა იქ და იმ გავლენით ახდენდა გავლენას ინსტიტუტებზე, რაც არის შესაბამისი მისი თანამდებობიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ-დემოკრატიულ წესწყობილებაში. ამიტომ ამ თემებზე ზედმეტი მანიპულაციები არის, რა თქმა უნდა, სრულიად უადგილო და აბსურდული.” – თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ლევან მახაშვილმა, პროპაგანდისტულ TV იმედთან საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს