“არათუ ჩვენი მიზანია, არამედ ემოციურადაც ძალიან სერიოზული ბმა გვაქვს ასეთ ევროპასთან – ქრისტიანულ, დემოკრატიულ, ტრადიციულ, ღირებულებებზე აწყობილ ევროპასთან… ბოლოს ახლა ერთ-ერთ ქვეყანას უკვე მიუთითეს, პატარა ცვლილება დაინახეს თუ არა – კაცებს ათხოვებენ?! რაღაც მდაბიო… არავინ არ ათხოვებს კაცებს და არავინ არ ერევა არავის ურთიერთობებში არსად… მაგრამ დიახ, მართალია ის, რომ რაღაცა სახის მოთხოვნები ჩნდება გარკვეული ადამიანების, გარკვეული ბიუროკრატების მხრიდან მათ შორის LGBT საკითხებთან დაკავშირებით. და ასეთი მითითებებიც ხშირად ამოგვიკითხავს ჩვენ გარკვეულ დოკუმენტებში. დიახ. კაცებს კი არ ათხოვებენ, არამედ შავით თეთრზე წერენ გარკვეულ მოთხოვნებს და ამისი გაირონიულება და თითქოს აგდებით და ცინიზმით მოხსენიება ამ ფაქტობრივ მოცემულობას ვერ ხსნის…” – თქვა სუს-ის უფროსის თანამდებობიდან სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტზე გადაყვანილმა მამუკა მდინარაძემ ოცნების პროპაგანდისტული და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული TV იმედის ეთერში.




