,, კაცებს ათხოვებენ?! რაღაც მდაბიო… არავინ არ ათხოვებს კაცებს და არავინ არ ერევა არავის ურთიერთობებში არსად…” – მამუკა მდინარაძე

0
მამუკა მდინარაძემ ,,იმედილაივში” განაცხადა:
,,არათუ ჩვენი მიზანია, არამედ ემოციურადაც ძალიან სერიოზული ბმა გვაქვს ასეთ ევროპასთან – ქრისტიანულ, დემოკრატიულ, ტრადიციულ, ღირებულებებზე აწყობილ ევროპასთან… ბოლოს ახლა ერთ-ერთ ქვეყანას უკვე მიუთითეს, პატარა ცვლილება დაინახეს თუ არა – კაცებს ათხოვებენ?! რაღაც მდაბიო… არავინ არ ათხოვებს კაცებს და არავინ არ ერევა არავის ურთიერთობებში არსად… მაგრამ დიახ, მართალია ის, რომ რაღაცა სახის მოთხოვნები ჩნდება გარკვეული ადამიანების, გარკვეული ბიუროკრატების მხრიდან მათ შორის LGBT საკითხებთან დაკავშირებით. და ასეთი მითითებებიც ხშირად ამოგვიკითხავს ჩვენ გარკვეულ დოკუმენტებში. დიახ. კაცებს კი არ ათხოვებენ, არამედ შავით თეთრზე წერენ გარკვეულ მოთხოვნებს და ამისი გაირონიულება და თითქოს აგდებით და ცინიზმით მოხსენიება ამ ფაქტობრივ მოცემულობას ვერ ხსნის…”

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება