ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ მამუკა მდინარაძის ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და წარმატება უსურვა მას.
მდინარაძე, გელაძე, თამაზაშვილი – საკადრო ცვლილებები ძალოვან უწყებებში
“ბევრი სუბიექტური და კიდევ უფრო მეტი ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს.
როდესაც არსებობს სისტემა, რომელიც არის არსებითად სხვა რელსებზე გადასული, როდესაც სუს-მა დაიწყო ბევრი რეფორმა და პირადად მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა ყველაფერ ამას, ის განსაკუთრებით გამორჩეულია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების აღკვეთაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანმა იკისროს ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ჰქვია მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების სისტემის წაძღოლა.
მამუკა მდინარაძე დააკლდა საჯარო პოლიტიკას და საჯარო პოლიტიკაში მისი დაბრუნება სხვა ძალებით აღავსებს ჩვენს გუნდს, მეტად გააძლიერებს პოლიტიკურ სივრცესაც.” – თქვა გორდულაძემ [პირველი არხი]
ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძე დაიკავებს სამართალდამცავი კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს და დაეკისრება ვიცეპრემიერის მოვალეობას.
მდინარაძე 2025 წლის 3 სექტემბერიდან სუს-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა.