არქივი20 ივლისი, 2026, 23:57
მამუკა მამულაშვილი: რუსი ქალი, რომელმაც საქართველოში პროვოკაცია მოაწყო, უკრაინაში ძებნილად არის გამოცხადებული…

"რუსი ქალი, რომელმაც საქართველოში პროვოკაცია მოაწყო, უკრაინაში ძებნილად არის გამოცხადებული…
არსებული ინფორმაციით, ის მტერს ინფორმაციას გადასცემდა და უკრაინაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.
სწორედ ამიტომ იმალებოდა ის მოსკოვში.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები უახლოეს მომავალში გაასაჯაროებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში ეს პიროვნება" - წერს უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი სოციალურ ქსელში და კახეთში მომხდარს ეხმაურება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.