მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-5 ადგილზეა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური კლუბის, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეების ათეულშია. Transfermarkt-ის ინფორმაციით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35 მლნ ევროა.
40 მლნ ევროდაა შეფასებული Transfermarket-ზე 3 მეკარე: „პორტოს“ დიოგო კოსტა, „პარის სენ ჟერმენის“ ჯანლუიჯი დონარუმა და „ბორუსია დორტმუნდის“ გრეგორ კობელი. 38 მლნ ევრო ღორს „მილანის“ მაიკ მაინანი.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კიდევ 3 მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის სატრანსფერო ღირებულება 500 000 ევროა, ლაზარე კუპატაძის და დავით კერესელიძის - 250 000 ევრო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.