ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო 247 ქვეყანას შორის 38-ე ადგილზეა - როგორია ყველაზე ძვირადღირებული ეროვნული ნაკრებების ათეული

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის სტატისტიკით, ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები 161.05 მილიონი ევროს ღირებულებით მსოფლიოს 247 ეროვნულ ნაკრებს შორის 38-ე ადგილზეა და თურქეთის გარდა, ყველა მეზობელ ქვეყანასთან შედარებით წამყვან პოზიციაზე იმყოფება.
მე-18 პოზიციაზეა თურქეთის ეროვნული ნაკრები და ის 324.10 მილიონი ევრო ღირს. კიდევ ერთი მეზობელი ქვეყანა რუსეთი, 142 მილიონი ევრო ღირს და ის 40-ე ადგილზეა. მსოფლიო ქვეყნების ნაკრებებს შორის 71-ე პოზიციაზეა სომხეთის ეროვნული გუნდი. ამ დროისთვის მისი საბაზრო ღირებულება 36.05 მილიონ ევროს შეადგენს, რაც შეეხება აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებს, ის 14.20 მილიონი ევროს ღირებულებით ჩამონათვალში 103-ე ადგილზეა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ეროვნული ნაკრებების ტოპ-10-ეულს:
· ინგლისი - 1.52 მლრდ ევრო
· ბრაზილია - 1.27 მლრდ ევრო
· საფრანგეთი - 1.23 მლრდ ევრო
· პორტუგალია - 1.05 მლრდ ევრო
· ესპანეთი - 965.50 მლნ ევრო
· გერმანია - 831 მლნ ევრო
· ნიდერლანდები - 815 მლნ ევრო
· არგენტინა - 805 მლნ ევრო
· იტალია - 705 მლნ ევრო
· ბელგია - 584 მლნ ევრო
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გუშინ, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.
მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, გიორგი მიქაუტაძემ.
bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.