გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების ხუთეულშია

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის, გიორგი მამარდაშვილი მეხუთე ადგილზეა. ამ დროსთვის მისი ფასი 35 მლნ ევროს შეადგენს.

რეიტინგის მიხედვით, პირველ, მეორე და მესამე პოზიციებზე არიან დიოგო კოშტა (პორტუგალია,შვეიცარია), ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია) და გრეგორ კობელი (შვეიცარია), რომელთა ღირებულება 40 მლნ ევროა, მეოთხე ადგილზეა მაიკ მენიო (საფრანგეთი) – 38 მლნ ევროთი, ხუთეულს აგვირგვინებს გიორგი მამარდაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელების ფასი, Transfermarkt-ზე მუმდივად მზარდია. ამ დროისთვის, ქართველებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი ლიდერია, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების განახლებულ ათეულს:

  • ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო
  • გიორგი მამარდაშვილი – 35 მლნ ევრო
  • გიორგი მიქაუტაძე – 15 მლნ ევრო
  • ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო
  • ზურიკო დავითაშვილი -3 მლნ ევრო
  • საბა ლობჟანიძე – 3 მლნ ევრო
  • გიორგი ჩაკვეტაძე – 2,5 მლნ ევრო
  • გიორგი გოჩოლეიშვილი – 2,5 მლნ ევრო
  • გაბრიელ სიგუა -2,5 მლნ ევრო
  • გიორგი ქვილითაია – 1,6 მლნ ევრო

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გუშინ, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, გიორგი მიქაუტაძემ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…