ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამარდაშვილის მეათე მშრალი მატჩი და დადებითი შეფასებები

ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „მალიორკასთან“ ფრეს დასჯერდა - 0:0.
მომენტები ბევრი არ იქმნებოდა, ყველაზე რეალური შესვენების შემდეგ მაპინძლებმა შექმნეს - საჯარიმოდან პეპელუს დარტყმული ბურთი მეკარისგან ძელს მოხვდა, დამატებაზე კი გონსალესმა ვერ შეძლო ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა. შემდეგ დუროს თავური მეკარე გრეიფმა მოიგერია და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.
„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კარგად ითამაშა, მიმდინარე ტურნირზე მეათე შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები
დაიმსახურა: Sofascore 7.5, Flashscore 7.5, Whoscored 7.4.
„ვალენსია“ 41 ქულით მერვე ადგილზეა და 4 აპრილს გასვლაზე „გრანადას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია - მალიორკა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.