ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესპანური მედია: მატჩებს გიორგი მამარდაშვილი იგებს

„ვალენსიამ“ ლა ლიგის 26-ე ტურის გადადებულ მატჩში სტუმრად „გრანადა“ 1:0 დაამარცხა.

გიორგი მამარდაშვილმა კვლავ შესანიშნავად ითამაშა და ესპანური მედიისგანაც კარგი შეფასებები დაიმსახურა.

AS: „პირველ ტაიმში მას ბევრი საქმე ჰქონდა, რომელსაც გაუმკლავდა. მეორე ნახევარში კი „გრანადას“ ინტენსივობამ იკლო და თითქმის უსაქმოდ დარჩა“.

Eldesmarque: „შესვენებამდე თავის გუნდში საუკეთესო იყო. სამი სეივი ჰქონდა, რამაც „გრანადას“ გოლის გატანაში ხელი შეუშალა“.

Superdeporte: „მამარდაშვილი იგებს მატჩებს. „ვალენსიას“ მეკარე გადამწყვეტი იყო იმაში, რომ გუნდმა 3 ქულა აიღო „ლოს კარმენესზე“. ქართველმა ყველაფერი დაბლოკა და „ვალენსია“ რომ ანდრე ალმეიდას გოლამდე ცოცხალი მივიდა, მისი დამსახურებაა. მას 11 მშრალი მატჩი აქვს სეზონში“.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.