ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამარდაშვილის მეთერთმეტე მშრალი მატჩი - "ვალენსიამ" "გრანადას" მოუგო [VIDEO]

ლა ლიგის 26-ე ტურის გადადებულ მატჩში „ვალენსიამ“ გასვლაზე „გრანადა“ 1:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში მასპიძლები უპირატესობას ფლობდნენ, ორჯერ სტუმრები გიორგი მამარდაშვილმა იხსნა, ხოლო ერთხელ ხარიხამ. შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა და შეცვლაზე შესულმა ალმეიდამ „ღამურებს“ გამარჯვება მოუპოვა.
ქართველმა მეკარემ ამ სეზონში პრიმერაზე მეთერთმეტე მშრალი მატჩი ჩაატარა, საქართველოს ნაკრების ჩათვლით კი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში არ გაუშვა გოლი. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 7.4, whoscored 7.3, Flashscore 7.1.
„ვალენსია“ 44 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას 5 ქულა აშორებს და 15 აპრილს პამპლონაში „ოსასუნას“
დაუპირისპირდება.
გრანადა - ვალენსია 0:1
გოლი: ალმეიდა (77)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.