აბუ-დაბიში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს

აბუ-დაბიში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის მიზანს სამშვიდობო შეთანხმების დასრულებაზე მუშაობა წარმოადგენს.
ცნობისთვის, ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრაა მას შემდეგ, რაც მხარეები სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე შეთანხმდნენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აბუ-დაბიში გუშინ, 9 ივლისს ჩავიდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: “ისტორიის შეურაცხყოფის” გამო რომ გვცემენ აწი, დააბრალეთ ეს ნაცების პროვოკაციას ან თქვით, რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება. მაგალითად ირანში, მიანმარში, ჩეჩნეთში…

ირაკლი აბესაძე: “სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას” გვპირდება გიორგი (გივი) ქართველიშვილი, რომელიც კალაძის მერიიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებს, როგორც წარმატებული მწვრთნელი