ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაიკლ შენსკი: დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებს...

მაიკლ შენსკი: დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებს...
"სანქციები მნიშვნელოვანია... დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებს... ვფიქრობ, კრემლში ამას თავიანთი დასუსტებული ეკონომიკის გამოსწორების შესაძლებლობად მიიჩნევენ და ეს დიდი სირცხვილია, რადგან ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ, რათა უკრაინაში ეს ომი მოვიგოთ.“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა, მაიკლ შენსკმა BBC-ის გადაცემაში.
💬 „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფლიქტის კრიტიკულ მომენტში არ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც რუსულ საომარ მანქანას დაეხმარება.“ | დასძინა მან
🔴 12 მარტს აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები დროებით მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები 1 თვით გააუქმა და ქვეყნებს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენის უფლება 11 აპრილამდე ექნებათ.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.