რუსეთის მთავრობა დუმას წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების უფლებას იძლევა რუსეთის იმ “მოქალაქეების დასაცავად, რომლებსაც უცხოური სასამართლოები დევნიან”

რუსეთის მთავრობა დუმას წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების უფლებას იძლევა რუსეთის იმ “მოქალაქეების დასაცავად, რომლებსაც უცხოური სასამართლოები დევნიან”. კანონპროექტის ინიციატორი თავდაცვის სამინისტროა.
🔴 განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტი შეიქმნა იმ რუსების უფლებების დასაცავად, რომლებსაც დაკავება ან სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებათ უცხო ქვეყნების ან ისეთი საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებით, რომელთა კომპეტენციასაც რუსეთი არ აღიარებს.
🔴 ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქის დაპატიმრების ან დაპატიმრების ორდერის შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია სამხედროები გაგზავნოს იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო მდებარეობს, რათა დაიცვას თავისი მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი დევნისგან.
🔴 ამჟამად, არსებული კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის არმიის საზღვარგარეთ გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი პუტინი იღებს იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა სახელმწიფოების ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს.
🔴 ეს ინიციატივა რუსეთში მას შემდეგ გაჟღერდა, რაც აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტი და მისი ცოლი დააკავა.
🔴 აღსანიშნავია, რომ თავად ვლადიმერ პუტინი და ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის, ძებნილად არიან გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა