ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაია სანდუ - მზად ვართ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა კლასტერი გავხსნათ და მუშაობას იმავე მონდომებით გავაგრძელებთ

მაია სანდუ - მზად ვართ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა კლასტერი გავხსნათ და მუშაობას იმავე მონდომებით გავაგრძელებთ

დღეს მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროკავშირის მიერ მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას გამოეხმაურა.

„ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კლასტერი გავხსნათ და მუშაობას იმავე მონდომებით გავაგრძელებთ“, - წერს სანდუ X-ზე.

მოლდოვასთან ერთად დღეს ევროკავშირმა გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერი უკრაინასთანაც გახსნა.

მაია სანდუმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიულოცა.

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა სანდუმ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.