ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაია ბუწაშვილი: აი ეს ადამიანის მსგავსი არსება, საცვალში ჩატენილი იარაღით რომ დადის თავისივე უბანში, ახლახანს ამ იარაღს იქნევდა შუა ქუჩაში...

მაია ბუწაშვილი: აი ეს ადამიანის მსგავსი არსება, საცვალში ჩატენილი იარაღით რომ დადის თავისივე უბანში, ახლახანს ამ იარაღს იქნევდა შუა ქუჩაში...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი შსს-ს მიმართავს და სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს:

“აი ეს ადამიანის მსგავსი არსება, საცვალში ჩატენილი იარაღით რომ დადის თავისივე უბანში, ახლახანს ამ იარაღს იქნევდა შუა ქუჩაში (დიდ დიღომში) და ქუჩის ძაღლების დახოცვით იმუქრებოდა. ამ სცენას უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ესწრებოდა. როდესაც ვიდეოს გადაღება ვცადეთ, ისევ საცვალში ჩაიტენა იარაღი.

ამას ძაღლების ყეფაზე რომ პატარა გული შიშით უჩქარდება და იარაღს აძრობს, შეიძლება უცებ ბავშვის ტირილზე აეშალოს ნერვები დავინმეს დაახალოს, რა ვიცი. ასეთებს კი არავინ სჯის, წლობით ციხეში ბანერზე მიხატვის და ხლაპუშკის სროლისთვის სვამენ ამ ქვეყანაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო!” – წერს მაია ბუწაშვილი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.