მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 მედალი მოიპოვეს

ბათუმში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირზე „მსოფლიოს ახალგაზრდული სერია – 2025″ 11 წლამდე ასაკის მაგიდის ჩოგბურთელებს შორის ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ელენე ქობალია გახდა. მან ფინალი აზერბაიჯანელ მეჰინ მირზაბალაიევასთან დათმო. ელენე პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ახალგაზრდულ სერიაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ტურნირზე 17 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ანასტასია ჩხარტიშვილმა. ანასტასიამ ნახევარფინალი ტურნირის ჩემპიონთან, ინდოელ ანკოლიკა ჩაკრაბორტისთან, დათმო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა 17 წლამდე ასაკის კატეგორიაში საერთაშორისო არენაზე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
ტურნირს საქართველომ უკვე მეოთხედ უმასპინძლა, თუმცა წლევანდელი ასპარეზობა ყველაზე მასშტაბური იყო და მასში 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა