არქივი16 სექტემბერი, 2025, 13:13
ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირზე საქართველომ ორი მედალი მოიპოვა

12-14 სექტემბერს, ჩეხეთის ქალაქ ბრნოში ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი Junior Cup 2025 ჩატარდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა – ნიტა ჯამაგიძემ და ელენე ბაქრაძემ – ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ნიტა ჯამაგიძემ ოქროს მედალი ბურთით ვარჯიშში მოიპოვა, ელენე ბაქრაძე კი რგოლით ვარჯიშში გახდა ბრინჯაოს პრიზიორი.
ამ ტურნირზე საქართველოს წარმოადგენდნენ: საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი მერიემ ჯანთეზი და საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი ლალი დოლიძე ჯანთეზი.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.