ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვეს

ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვეს

ტაილანდში, ქ. ბანგკოკში მიმდინარე სუმოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სუმოს ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებმა სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლაშა ჯელაძემ +115კგ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა დიდებში.
პირად გუნდური დაპირისპირებაში დიდებს შორის, საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. გუნდის წევრები: ლაშა ჯელაძე, ბადრი ხატისკაცი, ზურა წიქორაძე და დავით აქუბარდია. მათ ბრწყინვალედ იასპარეზეს და საბოლოოდ 30 ქვეყანას შორის გავიდნენ ფინალში. სამწუხაროდ ერთი ნაბიჯი დააკლდათ ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონობამდე, იაპონიის ნაკრებთან ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ.
18 წლამდე სუმოისტებს შორის ვერცხლი დავით აბალაკმა (+100 კგ), ბრინჯაოს მედალი კი ავთო ლიკლიკაძემ (-80 კგ) მოიპოვეს.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია, ასევე, მთავარი მწვრთნელები : ზურაბ აქუბარდია და ავთანდილ ცერცვაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.