მაგდა მამუკაშვილი: სულ მაქვს კითხვა და პრინციპში, პასუხიც ვიცი, ნეტა მაშინ, 1936 წელს ქართველებმა სანდრო ახმეტელის სიკვდილი თუ შენიშნეს? სიკვდილამდე 222 დღე რომ აწამებდნენ, ნეტა მაშინდელი თბილისელი საზოგადოება კვლავ დადიოდა თეატრში?

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:
ამ კანიე ვესტის კონცერტის ბილეთი რა ღირს, რამდენს შემოგრჩათ მაგის ფული, რომ მთელი დღეა მაგას განიხილავთ?
ძალიან მტკივა გული, უსაშინლესად, რა დღეშია ეს ქვეყანა. როგორ დაიყო, გაიყო, რა დააპრიორიტეტა ამ საზოგადოებამ. ერთნი იზოლატორში, მეორენი კონცერტზე.
სულ მაქვს კითხვა და პრინციპში, პასუხიც ვიცი, ნეტა მაშინ, 1936 წელს ქართველებმა სანდრო ახმეტელის სიკვდილი თუ შენიშნეს? სიკვდილამდე 222 დღე რომ აწამებდნენ, ნეტა მაშინდელი თბილისელი საზოგადოება კვლავ დადიოდა თეატრში? ალბათ დადიოდა, არ მოიკლებდნენ ამა ქვეყნის სიამოვნებას. ბერიას მითითებით სასტიკი წამებისგან დაუძლურებული ახმეტელი რომ ჩაატარეს რუსთაველზე, ნეტა რა რეაქცია ჰქონდა ქართულ საზოგადოებას?
დღესაც, ნეტა ანდრო ჭიჭინაძის დაკავება და ახლაგაზრდა კაცისთვის 2 წლის წარმთმევა თუ აწუხებს ქართულ საზოგადოებას? ნეტა თუ იფიქრებენ მაგაზე, როცა კონცერტზე წავლენ?
კი შეიძლება ნამდვილად არ გამოდიოდე ყოველდღე აქციაზე, მეც არ გავდივარ, მაგრამ აიგნორებდე ბავშვების ნელ სიკვდილს და მიდიოდე გასართობად რეჟიმის გადმოგდებულ კონცერტზე, არაფერში წერია.
ახლა არაა 2023 წელი, ახლა სამთავრობო კონცერტზე წასვლა არის აპათიის უკიდურესი გამოვლინება. ასე წინასწარ ვიტყვი და დანარჩენი თქვენ იცით.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე – უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით – დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი