პირველად 900 წლის განმავლობაში, დანიის მონარქმა ტახტი ნებაყოფლობით დატოვა – დანიის ახალი მონარქი ფრედერიკ X გახდა

პირველად 900 წლის განმავლობაში, დანიის მონარქმა, მარგრეტე II-მ ტახტი ნებაყოფლობით დატოვა. 83 წლის მარგრეტემ თავისი გადაწყვეტილებით მთელი ერი გააოცა. მან გადადგომის დეკლარაციას პარლამენტში სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე მოაწერა ხელი. დანიას უკვე ახალი მეფე ჰყავს.
დანიის ახალი მონარქი ფრედერიკ X-ა. დღეს ახალი მეფე ქვეყნის კანონმდებლების წინაშე პირველად წარსდგა. პარლამენტში ტახტის მემკვიდრეობის აღსანიშნავი შეხვედრა, 55 წლის მეფისთვის პირველი ოფიციალური ამოცანა იყო.
მეფეს პარლამენტისთვის პირადად არ მიუმართავს, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა განცხადება მისი სახელით წაიკითხა, მადლობა გადაუხადა ყოფილ დედოფალს და ტახტზე ასვლა გამოაცხადა.
დანიას ახალ მეფესთან ერთად ახალი დედოფალიც ჰყავს. ფრედერიკ X-ს ცოლი მერი, დანიის დედოფალი-კონსორტი გახდა. ახალი დედოფალი დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ დანიელების 82%, ფრედერიკისგან მოვალეობის კარგად შესრულებას მოელის. 86%-მა იგივე თქვა მერის შესახებ.
უყურადღებოდ არ დარჩენილა ახალი მეფისა და დედოფლის კოცნის სცენაც, რომელმაც სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
კვირას საღამოს კოპენჰაგენის ტივოლის ბაღები ფოიერვერკით განათდა. ცივი ამინდის მიუხედავად, დედაქალაქში 170 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მონარქიის პოპულარობას თითქმის ექვს მილიონიან ქვეყანაში.
ავტორი: მარიამ იობიძე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია