არქივი16 თებერვალი, 2024, 22:41
ლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა - "კრემონეზემ" ისევ ფრედ ითამაშა
სერია B-ს 25-ე ტურში „კრემომეზე“ გასვლაზე, ნისლიან ამინდში, „ასკოლისთან“ ფრეს დასჯერდა - 0:0.
სტუმართა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი შესვენების შემდეგ ლუკა რავანელის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, რომელმაც პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველის თამაში Sofascore-მა და flashscore-მა 6.9 ქულით შეაფასეს.
„კრემონეზემ“ 4 მოგების შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულა ფრედ, ჯერჯერობით 46 ქულით მეორე ადგილზეა და 24 თებერვალს „პალერმოს“ უმასპინძლებს.
ასკოლი - კრემონეზე 0:0
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.