ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დიდებულად ითამაშა" - ლუნინმა ანჩელოტი აღაფრთოვანა

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "რეალმა" სტუმრად "ლაიფციგი" 1:0 დაამარცხა. "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მის გუნდს კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლო. იტალიელმა სპეციალისტმა უკრაინელი კარის დარაჯის, ანდრეი ლუნინის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"რთული მატჩი გამოვიდა. კარგი მომენტები გვქონდა, დაცვაშიც საიმედოდ ვითამაშეთ. შეგვეძლო მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ასევე შეიძლებოდა შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო.
ლუნინმა დიდებულად ითამაშა. მისი თავდაჯერება დროდადრო გაიზრდება", - განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 7 მარტს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.