ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" როგორც იქნა მოიგო
ჩემპიონშიფის 33-ე ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე აუტსაიდერ „როტერჰემს“ 1:0 სძლია.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 55-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მისი თამაში sofascore-მა 6.7 ქულით შეაფასა, whoscored-მა 6.5-ით, flashscore-მა კი 6.4-ით.
„უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 44 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა, პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 7 ქულა აშორებს და 24 თებერვალს „ჰადერსფილდს“ უმასპინძლებს.
როტერჰემი - უოტფორდი 0:1
გოლი: ასპრილია (58)
მე მგონი ტყუილად ველოდებით ამის კარგ თამაშს.ჩაფსტვინა ტიპმა.რაზე გაუფორმეს ამას კონტრაქტი,ვერ ვგებულობ.ალბათ ბროლიასი არ იყოს,კაი ფეხი აქვს მაგრამ მთლად ამის კაი ფეხის იმედად ნუ დარჩება უოტფორდი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.