ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლოიდ ოსტინმა იოავ გალანტს განუცხადა, რომ ისრაელმა რაფაჰში მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა დაიცვას

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა და მისმა ისრაელელმა კოლეგამ, იოავ გალანტმა მორიგი სატელეფონო საუბარი გამართეს, - ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის და ჰუმანიტარული დახმარების გადაადგილებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობას რაფაჰში ჰამასის წინააღმდეგ ნებისმიერი ოპერაციის დაწყებამდე.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რაფაჰში ორი მძევლის გათავისუფლების მიზნით ისრაელის მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე და მძევლების გათავისუფლების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.