ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუს - რაფაჰში სამხედრო ოპერაცია არ უნდა განხორციელდეს სანდო გეგმის გარეშე, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრის დროს მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, ღაზაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და რაფაჰში ისრაელის ოპერაციის პერსპექტივა განიხილეს, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება დაუღალავად იმუშაოს მძევლების რაც შეიძლება მალე გათავისუფლების მხარდასაჭერად. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ასევე განიხილეს ღაზაში არსებული ვითარება და იმის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რომ პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თეთრი სახლის ცნობით, რაფაჰთან დაკავშირებით, ბაიდენმა გაიმეორა მოსაზრება, რომ სამხედრო ოპერაცია არ უნდა განხორციელდეს სანდო გეგმის გარეშე, რომელიც რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.