ანალენა ბერბოკი – ისრაელმა რაფაჰის მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო დერეფნებით უნდა უზრუნველყოს

ისრაელმა რაფაჰის მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო დერეფნებით უნდა უზრუნველყოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ისრაელის მთავრობის მიერ რაფაჰში დიდი სახმელეთო სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ გაკეთებული განცხადებით“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
ანალენა ბერბოკი ბერლინში პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, რიად ალ-მალიკის შეხვდა.
„რა თქმა უნდა, სრულიად ნათელია, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წარმოუდგენლად დიდი ქსელი რაფაჰშიც მოქმედებს. თუკი რაფაჰში ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული, მაშინ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო დერეფნებით უზრუნველყოფა ისრაელის არმიის პასუხისმგებლობას წარმოადგენს“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს