ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გამოჯანმრთელების პროცესში ვარ, მოუთმენლად ველი პენტაგონში დაბრუნებას" | ლოიდ ოსტინი მის ჰოსპიტალიზაციაზე

პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა, მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის უკვე გამოჯანმრთელების პროცესშია.

მან ასევე აღნიშნა, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს მისი ერთკვირიანი ჰოსპიტალიზაციის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით.
"ძალიან მიხარია, რომ გამოჯანმრთელების პროცესში ვარ და მოუთმენლად ველი პენტაგონში მალე დაბრუნებას. მე ასევე მესმის მედიის შეშფოთება გამჭვირვალობის შესახებ და ვაღიარებ, რომ შემეძლო უკეთესი სამუშაოს შესრულება, რათა უზრუნველგვეყო საზოგადოების სათანადო ინფორმირება...მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს იყო ჩემი სამედიცინო პროცედურა და მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას გამჟღავნების შესახებ გადაწყვეტილებებზე," - განაცხადა ოსტინმა.
ცნობისთვის, 5 იანვარს პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ლოიდ ოსტინი მცირე გეგმური სამედიცინო პროცედურის შემდგომი გართულებების გამო, 1 იანვარს უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მანამდე კი ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ცნობები მედიაში გავრცელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.